ფინანსთა მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა
უნგრელ კოლეგას შეხვდა ფინანსთა მინისტრი. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი პარტნიორობის საკითხები. ლაშა ხუციშვილმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც უნგრეთი უწევს საქართველოს ევროინტეგრაციისა და რეფორმების განხორციელების გზაზე. უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა გამოთქვა მზაობა, ქვეყანასთან გაგრძელდეს აქტიური თანამშრომლობა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ხაზი გაესვა ისეთი გლობალური პროექტის მნიშვნელობას, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი, რომლის მეშვეობითაც გაძლიერდება ევროპის ენერგოუსაფრთხოება.
