უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოში სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოში სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. როგორც პიტერ სიიარტომ „დოიჩე ველესთან“ საუბრის დროს აღნიშნა, საარჩევნო პროცესს უნგრელი დამკვირვებლები აკვირდებოდნენ და ოფიციალურ ბუდაპეშტს მათი დასკვნის სჯერა. უნგრეთის პირველმა დიპლომატმა ბრიუსელის მხრიდან საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზეც ისაუბრა და მას სამარცხვინო ნაბიჯი უწოდა. პიტერ სიიარტომ ასევე განმარტა, რომ უნგრეთი მაქსიმალურ მხარდაჭერას გამოიჩენს საქართველოსადმი, მისი ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით.
