ვიქტორ ორბანის მხარდამჭერი გზავნილები
„საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი“, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ვიქტორ ორბანმა შეაფასა არჩევნების პროცესიც და თქვა, რომ საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, უნგრეთს მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ერთობლივ ბრიფინგზე ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, ასევე შავი ზღვის ელექტროგადამცემ პროექტზე. აღინიშნა, რომ ერთობლივი პროექტების განხორციელებას მომავალშიც დიდი ყურადღება დაეთმობა.
