ლიბანში ისრაელის საჰაერო შეტევის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, 58 კი დაშავდა
ლიბანში ისრაელის საჰაერო შეტევის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, 58 კი დაშავდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულებს შორის 2 ბავშვი იყო. ცახალის შეტევა ბექაას ველის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც გავრცელებული ცნობით, ჰეზბოლაა გამაგრებული. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს ,ბოლო 24 საათში საერთო ჯამში, ჰეზბოლას 150 სამიზნეს დაარტყეს.
