ევროკავშირმა რუსული საწვავის შეძენით, უკრაინაში ომის წელიწად ნახევარი დააფინანსა
ევროკავშირმა რუსული საწვავის შეძენით, უკრაინაში ომის წელიწად ნახევარი დააფინანსა. ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო უნიანი ავრცელებს. მათი ცნობით, 2024 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით, ევროკავშირის სახელმწიფოების მიერ რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტმა 204 მილიარდი ევრო შეადგინა. საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომზე დღეში 36 მილიონ ევროს ხარჯავს.
