პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა მას უთხრა, რომ არჩევნები საქართველოში არა იმდენად გაყალბდა, რამდენადაც ბევრ დონეზე დამახინჯდა
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა მას უთხრა, რომ არჩევნები საქართველოში არა იმდენად გაყალბდა, რამდენადაც ბევრ დონეზე დამახინჯდა. ანჯეი დუდას თქმით, ზურაბიშვილმა მკაფიოდ არც ის განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩაერია, რადგან ამის აშკარა მტკიცებულება არ არსებობს. დუდა ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. პოლონეთის პრეზიდენტი საჭიროების შემთხვევაში საქართველოში ჩამოსვლას არ გამორიცხავს.
