მაკკეინის ინსტიტუტის გეგმის მეორე ნაწილი ამოქმედებულია. დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი რადიკალური ოპოზიციისა და მათი ენჯეოების სამოქმედო გეგმა
მაკკეინის ინსტიტუტის გეგმის მეორე ნაწილი ამოქმედებულია. დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი რადიკალური ოპოზიციისა და მათი ენჯეოების სამოქმედო გეგმა. დოკუმენტი ენდიაის ყოფილი ხელმძღვანელის ლორა თორნტონის ავტორობით მომზადდა. სამოქმედო გეგმაში პირდაპირ წერია, რომ ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საარჩევნო პროცესსა და მის შედეგებზე ეჭვები უნდა გამოთქვას და რომ საჭიროა საქართველოში არჩევნების შემდეგ, საქართველოში ოპერატიული დელეგაციების გამოგზავნა. მათ შორის დემონსტრანტი მოქალაქეების მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად.
