ლევან დავითაშვილმა უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრ მარტონ ნადისთან შეხვედრა გამართა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრ მარტონ ნადისთან შეხვედრა გამართა. საქართველოს და უნგრეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები და ამ კუთხით გასატარებელი სამუშაოები იყო ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების შეხვედრის ძირითადი თემა. ლევან დავითაშვილმა უნგრელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ეკონომიკის ზრდის დინამიკის და საინვესტიციო გარემოს შესახებ. აღინიშნა, რომ ქვეყნებს სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით პარტნიორობის დიდი რესურსი და პოტენციალი აქვთ და მნიშვნელოვანია, ეს შესაძლებლობები სრულად იქნეს რეალიზებული. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა კიდევ ერთი საკითხია, რასთან დაკავშირებითაც საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელებმა იმსჯელეს.