ოქროს ბურთის გამარჯვებულები ცნობილია
ოქროს ბურთის გამარჯვებულები ცნობილია. ფრანს ფუტბოლმა “ 2024 წელი შეაჯამა და პრიზიორები დაასახელა. პარიზში გამართულ ღონისძიებაზე ერთ-ერთი ნომინაცია წლის საუკეთესო მეკარე იყო, სადაც 10-თ ნომინანტს შორის საქართველოს ნაკრების და „ვალენსიას“ წევრი გიორგი მამარდაშვილი მოხვდა. ქართველი ფეხბურთელი დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო და საბოლოოდ, მეშვიდე ადგილზე გავიდა. მან ათეულში სამ მეკარეს აჯობა. ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო „მანჩესტერ სიტის“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა როდრიმ მოიგო. ის 1960 წლის შემდეგ პირველი ესპანელი ფეხბურთელია, რომელმაც აღნიშნული პრიზი მოიპოვა. ქალთა შორის საუკეთესოდ ასევე ესპანელი, "ბარსელონას“ წევრი, აიტანა ბონმატი დასახელდა. მან ოქროს ბურთი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
