არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი უკრაინის ომის სწრაფად დასრულებას კონფლიქტის „გაყინვით“ აპირებს
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი უკრაინის ომის სწრაფად დასრულებას კონფლიქტის „გაყინვით“ აპირებს. ამის შესახებ ცნობას გავლენიანი გამოცემა ,,ფაინენშალ ტაიმსი’’ აქვეყნებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპი და მისი ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეი დი ვენსი, არაერთხელ საუბრობდნენ უკრაინაში ომის დასრულების სურვილზე. ტრამპის მოკავშირეები ამტკიცებენ, რომ უკრაინა ომს აგებს და კონფლიქტის მოგვარების მოთხოვნა სწორია.
