სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის სამონასტრო კომპლექსის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღიმართა
სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის სამონასტრო კომპლექსის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გუმბათზე, ჯვარი აღიმართა. აღნიშნულ პროცესს წინ უძღოდა საპროექტო სამუშაო. გაკეთდა მაკეტი, დამზადდა ყალიბი, რომელშიც ჩამოისხა თითბრის ჯვარი. სპეციალისტები ტაძრის გუმბათის დაზიანებული ნაწილების აღდგენაზე მუშაობენ.
