სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ცოტა ხნის წინ მისი მკვლელობის მორიგი მცდელობა აღკვეთეს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ცოტა ხნის წინ მისი მკვლელობის მორიგი მცდელობა აღკვეთეს. ადგილობრივ გამოცემა „სტანდარტთან“ ინტერვიუში რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ოქტომბრის დასაწყისში ერთ-ერთ საჯარო ღონისძიებაზე შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს. ღონისძებას პრემიერ-მინისრტთან ერთად სლოვაკეთის მთავრობის და პარლამენტის წევრები, მათ შორის პრეზიდენტი, პეტერ პელეგრინიც ესწრებოდნენ. როგორც ინტერვიუში რობერტ ფიცომ აღნიშნა, დაკავებულს ის უკრაინასთან დაკავშირებული პოზიციის გამო სძულდა. შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს 15-ტ მაისს ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს და შედეგად მძიმედ დაიჭრა. თავდამსხმელმა კი, რომელიც ადგილზე დააკავეს, განაცხადა, რომ მთავრობის პოლიტიკას არ იზიარებდა და პრემიერს თავს სწორედ ამიტომ დაესხა. რობერტ ფიცოს კი ხანგრძლივი მკურნალობის კურსის გავლა მოუხდა.
