სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ცოტა ხნის წინ მისი მკვლელობის მორიგი მცდელობა აღკვეთეს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ცოტა ხნის წინ მისი მკვლელობის მორიგი მცდელობა აღკვეთეს. ადგილობრივ გამოცემა „სტანდარტთან“ ინტერვიუში რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ოქტომბრის დასაწყისში ერთ-ერთ საჯარო ღონისძიებაზე შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს. ღონისძებას პრემიერ-მინისრტთან ერთად სლოვაკეთის მთავრობის და პარლამენტის წევრები, მათ შორის პრეზიდენტი, პეტერ პელეგრინიც ესწრებოდნენ. როგორც ინტერვიუში რობერტ ფიცომ აღნიშნა, დაკავებულს ის უკრაინასთან დაკავშირებული პოზიციის გამო სძულდა. შეგახსენებთ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ, რობერტ ციფოს 15 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს. პრემიერ-მინისტრი მძიმედ დაიჭრა და ხანგრძლივი მკურნალობის კურსის გავლა მოუხდა. თავდამსხმელმა, რომელიც ადგილზე დააკავეს, განაცხადა, რომ მთავრობის პოლიტიკას არ იზიარებდა და თავდასხმა სწორედ ამიტომ განახორციელა.
