ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს აშენებს
ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს აშენებს. მშენებლობა დიღმის მასივში, საფეხბურთო სკოლა „ავაზის“ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა სტანდარტული ზომის მოედნები, რომლებიც ტრიბუნებითა და განათებით აღიჭურვება. ტერიტორიაზე აშენდება ადმინისტრაციული შენობა, გასახდელებით, საშხაპეებით, მსაჯების და ექიმის ოთახებით. აღნიშნული ტერიტორია ფეხბურთის ფედერაციას 2022 წლის სექტემბერში გადაეცა. მშენებლობის დასრულება 2025 წლის გაზაფხულზე იგეგმება. სამუშაოები თბილისის მერმა დაათვალიერა.
