მმართველი გუნდის შეფასება ზურაბიშვილის მიერ აქციაზე გასვლის მოწოდებასთან დაკავშირებით
ოპოზიცია გადატრიალების სცენარს მიჰყვება, ეს არის კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული არჩევნების წინააღმდეგ წასვლა- ასეთია მმართველი გუნდის შეფასება ზურაბიშვილის მიერ აქციაზე გასვლის მოწოდებასთან დაკავშირებით. ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით, რადიკალური ოპოზიცია იმ გეგმას ახორციელებს, რომლის შესახებაც ხელისუფლება ჯერ კიდევ არჩევნებამდე საუბრობდა.
