არჩევნების დღეს დაძაბულობის ყველაზე ცხელი კერა იყო ისნის საარჩევნო უბანი
არჩევნების დღეს დაძაბულობის ყველაზე ცხელი კერა იყო ისნის საარჩევნო უბანი, სადაც მომხდარ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე ოპოზიციას პასუხი არ აქვს. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ ისანში ახმეტიდან ჩამოყვანილი ნაცმოძრაობის ზონდერები იყვნენ მობილიზებული, მათ შორის ლევან ხაბეიშვილის დაცვის თანამშრომელიც და ისინი პროვოკაციებს დგამდნენ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ქართული ოცნების მხარდამჭერებს.