ისფედის მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს
ისფედის მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს. ამის შესახებ ნათქვამია სამართლიანი არჩევნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. არჩევნების დღის მიმდინარეობას „სამართლიანი არჩევნები,“ ოკუპირებული რეგიონების გამოკლებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აკვირდებოდა. ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია 1,000-მდე საუბნო, 235 უბნის გარე პერიმეტრისა და საზღვარგარეთის 45 უბნის, ასევე 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 85 მობილური ჯგუფისგან შედგებოდა. ეს ის ორგანიზაციაა, რომელსაც 2020 წლის არჩევნების დროს პარალელური დათვლის შედეგებში ცდომილება ჰქონდა, რაც ერთი თვის შემდეგ აღიარა.
