პრემიერ მინისტრი სამომავლო გეგმებზე საუბრობს
პრემიერ მინისტრი სამომავლო გეგმებზე საუბრობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო 4 წლის შემდეგ განვითარების სრულიად სხვა დონეზე გადავა, ამისთვის კი ყველანაირი საფუძველია შექმნილი. პრემიერმა აღნიშნა, რომ დაახლოებით ერთ თვეში მთავრობა პარლამენტს წარუდგენს განახლებულ 4-წლიან სამთავრობო პროგრამას.
