უნგრეთის სახელმწიფო მდივანი საერთაშორისო კომუნიკაციის საკითხებში „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის ნდობის შენარჩუნებას ულოცავს
უნგრეთის სახელმწიფო მდივანი საერთაშორისო კომუნიკაციის საკითხებში ზოლტან კოვაჩი „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის ნდობის შენარჩუნებას ულოცავს. ზოლტან კოვაჩი წერს, რომ ლიბერალების აშკარა დამარცხების შემდეგ დაიწყო შეტევა არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით. მაგალითად მოჰყავს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომლის პარტიასაც ლიეტუველმა ამომრჩეველმა მხარი არ დაუჭირა.
