კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული არჩევნების წინააღმდეგ წასვლა - სალომე ზურაბიშვილი რევოლუციურ გეგმას სათავეში ჩაუდგა, ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია
კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული არჩევნების წინააღმდეგ წასვლა - სალომე ზურაბიშვილი რევოლუციურ გეგმას სათავეში ჩაუდგა. ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია, ზურაბიშვილის მიერ აქციაზე გასვლის მოწოდებასთან დაკავშირებით. "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ ზურაბიშვილის მეთაურობით რადიკალური ოპოზიცია იმ გეგმას ახორციელებს, რის შესახებაც ხელისუფლება ჯერ კიდევ არჩევნებამდე საუბრობდა. ოპოზიცია კი, თავის დროზე მათსავე უარყოფილ პრეზიდენტს ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს უწოდებენ.
