ისფედის მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს
ისფედის მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს. ამის შესახებ ნათქვამია არჩევნების დღის დაკვირვების შემაჯამებელ განცხადებაში, რომელსაც სამართლიანი არჩევნები ავრცელებს. არჩევნების დღის მიმდინარეობას „სამართლიანი არჩევნები,“ ოკუპირებული რეგიონების გამოკლებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დააკვირდა. ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია 1,000-მდე საუბნო, 235 უბნის გარე პერიმეტრისა და 45 საზღვარგარეთის უბნის, ასევე 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 85 მობილური ჯგუფისგან შედგებოდა. ორგანიზაცია ხმების პარალელური დათვლის დეტალური შედეგების გამოქვეყნებას არ გეგმავს. ეს ის ორგანიზაციაა, რომელსაც წინა არჩევნების დროს პარალელური დათვლის შედეგებში ცდომილება ჰქონდა, რაც ერთი თვის შემდეგ აღიარა.
