ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში მე-6 ბურთი გაიტანა
ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში მე-6 ბურთი გაიტანა. ბუნდესლიგის მე-11 ტურში „შტურმმა“ სტუმრად „ლასკი“ 2-1 დაამარცხა, 33-ე წუთზე კი გრაცის გუნდი თავური დარტყმით ქართველმა ნახევარმცველმა დააწინაურა. კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თერთმეტი ტურის შემდეგ 25 ქულით „შტურმი“ სატურნირო ცხრილის ლიდერია.