გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ შემადგენლობაში პირველი გოლები გაიტანა
გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ შემადგენლობაში პირველი გოლები გაიტანა. საფრანგეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურში „ოსერთან“ ფრედ, 2-ით ორი დასრულებულ შეხვედრაში ქართველმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა. მან ჯერ თავისივე მოპოვებული 11-მეტრიანი გოლად აქცია, შემდეგ კი თავური დარტყმით აიღო სტუმრების კარი. წლევანდელ სეზონში მიქაუტაძის ანგარიშზე ლიგა 1-ში უკვე 2 გოლი და 1 საგოლე პასია, „ლიონი“ კი 14 ქულით მე-7 ადგილზეა.