პრემიერ-მინისტრმა BBC-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე ისაუბრა
პრემიერ-მინისტრმა BBC-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ხმების გაყალბების ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ ხმის მიცემის დროს დარღვევის შემთხვევები ყველა ქვეყანაში ხდება. მისი თქმით, სულ რაღაც რამდენიმე უბანზე მოხდა ინციდენტი. 3100-ზე მეტ უბანზე კი გარემო სრულიად მშვიდი იყო. ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ, თუ რას ნიშნავდა "პრაგმატული" მიდგომა რუსეთთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს და მასთან ურთიერთობა მხოლოდ სავაჭრო/ეკონომიკური ურთიერთობებით შემოიფარგლება.
