არჩევნების დღეს დაძაბულობის ყველაზე ცხელი კერა იყო ისნის საარჩევნო უბანი, სადაც მომხდარ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე ოპოზიციას პასუხი არ აქვს
არჩევნების დღეს დაძაბულობის ყველაზე ცხელი კერა იყო ისნის საარჩევნო უბანი, სადაც მომხდარ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე ოპოზიციას პასუხი არ აქვს. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ ისანში ახმეტიდან ჩამოყვანილი "ნაცმოძრაობის" ზონდერები იყვნენ მობილიზებული, მათ შორის ხაბეიშვილის დაცვის თანამშრომელიც და ისინი პროვოკაციებს მიმართავდნენ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს. მმართველ გუნდში მომხდარს დადგმული პროვოკაცია უწოდეს. ოპოზიციის ლიდერები კი ამბობენ, რომ ამ თემაზე არაფერი იციან.
