საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. 29 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. შედგება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებული ფორმატით, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები. ვიზიტი ორდღიანია.
