სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს მთავრობის მეთაურს ირაკლი კობახიძეს და მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. „მჯერა, რომ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები გააგრძელებს მდგრად განვითარებას – სომხეთისა და საქართველოს მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ“ - წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში
