საარჩევნო პროცესს უშუალოდ უბნებზე აკვირდებოდა ორგანიზაცია „საქართველოს მოხალისეთა გაერთიანება“
საარჩევნო პროცესს უშუალოდ უბნებზე აკვირდებოდა ორგანიზაცია „საქართველოს მოხალისეთა გაერთიანება“. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საერთო ჯამში, მათი მონიტორინგის ქვეშ იყო 159 უბანი, დაკვირვების პროცესში კი გამოიკვეთა, რომ არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალება თავისუფალ გარემოში შეეძლო. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მათი დამკვირვებლების მიერ, დაფიქსირდა რამდენიმე უბანზე მცირე ტექნიკური ხარვეზი, რომელიც მალევე აღმოიფხვრა და მას საარჩევნო პროცესზე გავლენა არ მოუხდენია
