პრემიერ-მინისტრმა ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა
პრემიერ-მინისტრმა ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა. ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მილიონ 120 ათასი ხმა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და 5 ჯერ ჩამორჩება მას მეორე ადგილზე გასული პარტია. პრემიერმა უსუსური და იმედდაკარგული პოლიტიკოსების მცდელობა უწოდა ოპოზიციონერების განცხადებებს და აღნიშნა, რომ ვერავინ ვერ მოიტანს ვერცერთ ფაქტს არჩევნების არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით
