პრემიერ მინიტრის განცხადება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის პრესკონფერენციის შემდეგ
ალბათ თვალყურს ადევნებდით პრესკონფერენციას, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით გაიმართა და ამ პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. „პირიქით, ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები და საერთო შეფასება ასახავს იმ მოცემულობას, რომ არჩევნები ყველა თვალსაზრისით შესაბამისობაში იყო საარჩევნო პრინციპებთან. გარდა ამისა, ხაგზასმით უნდა აღინიშნოს, რომ მომხსენებლები იყენებდნენ კონკრეტულ ტერმინებს, ისინი საუბრობდნენ - ვციტირებ „გუშინ არჩეულ ხელისუფლებაზე“, რაც ნიშნავს, არჩევნების სრულად ლეგიტიმურად აღიარებას. იცით, რომ ჯერ კიდევ თებერვლიდან დავიწყეთ საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში მოწვევა. ვიყავით ღია დაკვირვებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვქონდა ერთადერთი სურვილი, ჩაგვეტარებინა თავისუფალი, კონკურენტული, დემოკრატიული არჩევნები და ამას ეფუძნებოდა ჩვენი ღიაობა“, - განმარტა კობახიძემ. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული.
