ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 42 საჩივარი შევიდა
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 42 საჩივარი შევიდა, ძირითადად პროცედურულ დარღვევებზე, ნაწილი ხმების გადათვლაზე, თუმცა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით ის საბოლოო გავლენას არჩევნების შედეგებზე ვერ იქონიებს. ისევე როგორც მთლიანად იმერეთში ქუთაისში მაღალი იყო ამომრჩევლის აქტივობა, ქალაქის მასშტაბით საკუთარი არჩევანი 82 ათასამდე მოქალაქემ გააკეთა, რაც მეტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით. იმერეთის მასშტაბით კი საერთო ამომრჩევლის აქტივობა 59,41 % იყო . ქუთაისში ქართული ოცნების დელეგატის განცხადებით ამომრჩეველმა მხარი მშვიდობასა და ეროვნულ ფასეულობებს დაუჭირა .
