არჩევნების შედეგებზე განცხადება ცესკოში გაკეთდა
შედეგებზე განცხადება ცესკოში გაკეთდა, როგორც გიორგი კალანდარიშვილმა თქვა, 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალკვალიფიციურად ჩატარება ამერიკულმა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ უკვე დაადასტურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ცესკოს ოფიციალურად გადაეცა პირველი და მეორე ფაზის აუდიტის შედეგები, და ამერიკულმა კომპანიამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა, რომ ტექნოლოგიები პასუხობდა ადგილობრივ კანონმდებლობასა და საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს.
