დილიდან მედიისთვის განცხადებებს აკეთებენ საერთაშორისო დამკვირვებლები
დილიდან მედიისთვის განცხადებებს აკეთებენ საერთაშორისო დამკვირვებლები, დამოუკიდებელი დამკვირვებლები იტალიიდან, უნგრეთიდან, არგენტინიდან , საფრანგეთიდან , ისრაელიდან და სხვა და სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ და დედაქალაქის გარდა, რეგიონებშიც იმყოფებოდნენ. მათ არჩევნებზე დაკვირვების პირველადი ანგარიში წარადგინეს. თქვეს რომ ქვეყანაში არჩევნები უმაღლესი სტანდარტების დაცვით, მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. განცხადება გააკეთა კომპანია „აპერის“ წარმომადგენელმაც, ფრანსუა ჟიკელიმ თქვა, რომ საარჩევნო უბნებზე ადამიანები, პროფესიონალურად ასრულებდნენ თავიანთ საქმეს.
