ოპოზიცია ცესკოს შედეგებს არ აღიარებს
ოპოზიცია ცესკოს შედეგებს არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ განცხადებები ოპოზიციის ლიდერებმა მათ ოფისებში გამართულ პრესკონფერენციებზე გააკეთეს. „ არ შევეგუებით მოპარული არჩევნების შედეგებს. - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ. ნიკა გვარამიამ კი აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ არჩევნები მოიპარა და ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება. გადავდივართ უწყვეტ პროტესტზე - დაანონსეს ქუჩაში საპროტესტო აქციებიც. რადიკალურ ოპოზიციას ეხმაურებიან მმართველ გუნდში. სადაც ითქვა, რომ პოლიტიკური პარტიები და ენჯეოსექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. ეს განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა და თქვა გამოჩნდა, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ემზადებოდნენ არა 26, არამედ 27 ოქტომბრისთვის.