წინასწარი შედეგები იზეიმეს “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში
წინასწარი შედეგები იზეიმეს “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში , სადაც შეკრებილი იყვნენ ქართული ოცნების ლიდერები და მათი მხარდამჭერები. ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობა გადაუხადეს და თქვეს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი არ დააკლებს მცდელობას, საქართველომ მიიღოს საუკეთესო შედეგები ყველა მიმართულებით. ბიძინა ივანიშვილმა თქვა , რომ „ქართული ოცნების“ გუნდში არ იქნება სიცრუე და ღალატი და რომ მმართველი გუნდი აუცილებლად ჩადგება ქართველი ხალხის სამსახურში და მათ ინტერესებს გაატარებს.
