არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპი წარმატებით განხორციელდა
არჩევნები შედგა, არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპი წარმატებით განხორციელდა – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა . მისი თქმით სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებამ გახადა შესაძლებელი, კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 45 წუთში გამხდარიყო შედეგები ცნობილი. კალანდარიშვილის განცხადებითვე ამომრჩეველთა აქტივობა და ის ფაქტი, რომ პროცესი წარიმართა ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე, ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაუწია ორგანიზება არჩევნებს .
