როგორია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემები ამ დროისთვის?
საარჩევნო უბნების დახურვამდე 1 საათი რჩება. მოქალაქეები საკუთარ პოზიციას დილის 8 საათიდან, ქვეყნის მასშტაბით, 3 044 უბანზე ამ დრომდე აფიქსირებენ. პირველად საქართველოს ისტორიაში, ხმის მიცემის პროცედურა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. საქართველოს გარდა, კენჭისყრის პროცესი საზღვარგარეთ, 42 სხვადასხვა სახელმწიფოს 53 ქალაქში გახსნილ 67 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. 17:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 50.6 პროცენტია.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
