ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 მილიონ 508 ათას 294-ს შეადგენს
ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 მილიონ 508 ათას 294-ს შეადგენს. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება. საზღვარგარეთ, 42 ქვეყნის 53 ქალაქში გახსნილია 67 საარჩევნო უბანი. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მთელი დღის განმავლობაში, პერიოდულად დაგეგმილია საინფორმაციო ბრიფინგები, რა დროსაც საზოაგდოებას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ინფრომაციას მიაწვდიან.
