ღია წერილი ბაიდენს
ირაკლი რუხაძე, ლევან გიგინეიშვილი, გიორგი გიგინეიშვილი, ირაკლი იაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და ზაზა ნიშნიანიძე შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ. წერილში ნათქვამია , რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში, საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, რომელმაც, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით შეინარჩუნა მშვიდობა. სწორედ ამ მშვიდობის და მოსახლეობის კეთილდღეობაზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია საგრძნობი ეკონომიკური ზრდა. წერილში საუბარია დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მიღწეულ კონკრეტულ შედეგებზეც, კერძოდ, ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაზე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე, ვიზალიბერალიზაციასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატსის მიღებაზე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, წერილში აღნიშნულია რომ საკვირველია, ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან ქართული ოპოზიციის ღია პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა. წერილის ავტორები მიმართავენ ამერიკის პრეზიდენტს , საქართველოს შეფასებისას დაეყრდნოს რეალურ მიღწევებს და მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა არჩევნები გარედან მომართული მუქარებისა და ჩარევების გარეშე ჩატარდეს

სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები