ხვალ საარჩევნო პროცესს 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება
ხვალ საარჩევნო პროცესს 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700 ზე მეტი დამკვირვებელი და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის მაღალ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება არჩევნებს, სადაც ამომრჩეველთა 90 პროცენტი, ელექტრონული სერვისებით მონაწილეობს. ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა იმ სამუშაოებზე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ განახორციელა და რომელიც არჩევნების გამჭვირვალედ და მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს.
