ირაკლი რუხაძე, ლევან გიგინეიშვილი, გიორგი გიგინეიშვილი, ირაკლი იაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, ზაზა ნიშნიანიძე და აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ
ირაკლი რუხაძე, ლევან გიგინეიშვილი, გიორგი გიგინეიშვილი, ირაკლი იაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, ზაზა ნიშნიანიძე და აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ. წერილში ნათქვამია , რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში, საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, რომელმაც, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით შეინარჩუნა მშვიდობა. სწორედ ამ მშვიდობის და მოსახლეობის კეთილდღეობაზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია საგრძნობი ეკონომიკური ზრდა. წერილში საუბარია დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მიღწეულ კონკრეტულ შედეგებზე, კერძოდ, ხელი მოეწერა ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია და გავხდით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი, წერილში ნათქვამია, რომ იმედგამაცრუებელი და საკვირველია, აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან ქართული ოპოზიციის ღია პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა. წერილის ავტორები მიმართავენ ამერიკის პრეზიდენტს , საქართველოს შეფასებისას დაეყრდნოს რეალურ მიღწევებს და მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა არჩევნები გარედან მომართული მუქარებისა და ჩარევების გარეშე ჩატარდეს