თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს
თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს და ოპოზიციურ არხზე გასულ ინფორმაციას ეხმიანება. დავით გალუაშვილს კითხვებს უჩენს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ტვ. პირველთან გაკეთებული განცხადება. ამბობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან ხდება თემის პოლიტიზება და იკვეთება პოლიტიკური ნიშნები. გალუაშვილის თქმით, თუ ბაჩიაშვილს რეალურად ჰქონდა ინფორმაცია სახელმწიფო თანხების მითვისებაზე, რატომ არ გაამჟღავნა ამის შესახებ ადრე და რატომ საუბრობს ახლა, არჩევნების წინ. თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას გიორგი ბაჩიაშვილის მენეჯერული საქმიანობის შესახებაც.
