უკრაინის ქალაქ ლვოვში კორუფციული სკანდალია
უკრაინის ქალაქ ლვოვში კორუფციული სკანდალია. სამართალდამცველებმა დააკავეს მედიკოსი, რომელიც 3 ათასი დოლარის სანაცვლოდ მამაკაცებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ყალბ საბუთებს უკეთებდა. ეჭვმიტანილის სახლსა და ოფისში ჩხრეკისას გამომძიებლებმა საერთო ჯამში 100 ათასამდე დოლარის ოდენობის უცხოურ ვალუტას და სხვა მატერიალურ მტკიცებულებებს მიაკვლიეს. პარალელურად, უკრაინის ტერნიპოლის რაიონში სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებისთვის ქრთამის აღების საქმეზე სამხედრო დაკომპლექტების ცენტრის ხელმძღვანელი დააკავეს.
