ალბანეთში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ალბანეთში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა. მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა გიორგი ჩხიკვაძემ რომელმაც ფინალში სომეხი მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ვიცე-ჩემპიონი გახდა დიეგო ჩხიკვაძე. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ფრიდონ აბულაძემ, დათა ჩხაიძემ, აჩიკო ბოლქვაძემ და გიორგი ცოფურაშვილმა. წარმატების მისალოცად ქართველ მოჭიდავეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრებთან ერთად, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბაკურ გოგიტიძე დახვდნენ.