დონალდ ტრამპის შესაძლო გაპრეზიდენტების შიშით, ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას ცდილობს
დონალდ ტრამპის შესაძლო გაპრეზიდენტების შიშით, ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას ცდილობს - ამის შესახებ ექსკლუზიურ სტატიას "როიტერსი" აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, ევროპელ ლიდერებს აქვთ მოლოდინი, რომ თუ დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდება, იგი ძირს გამოუთხრის რუსეთის იზოლაციისკენ მიმართულ დასავლურ ძალისხმევას. "როიტერსი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის მაღალჩინოსნები და დიპლომატები რამდენიმე ინიციატივას ამზადებენ იმისთვის, რომ ვაშინგტონის საგარეო კურსის ცვლილების შემთხვევაშიც, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები ხანგრძლივი ვადით შენარჩუნდეს.