ლონ მასკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, 2022 წლიდან რეგულარულ კონტაქტზეა - წერს "უოლ სთრით ჯორნალი"
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, 2022 წლიდან რეგულარულ კონტაქტზეა - წერს "უოლ სთრით ჯორნალი". გამოცემის ცნობით, "სფეის იქსის" მფლობელსა და კრემლის ლიდერს შორის კომუნიკაციას ამერიკელი, ევროპელი და რუსი მაღალჩინოსნები ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, ილონ მასკისა და ვლადიმერ პუტინის საუბრის თემა მოიცავს როგორც პირად საკითხებს, ასევე ბიზნესსა და გეოპოლიტიკურ დაძაბულობას. "უილ სთრით ჯორნალი" წერს, რომ რამდენადაც მილიარდერი მასკი ამჟამად დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერია, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, მასკი-პუტინის დიალოგმა შესაძლოა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას, მათ შორის უკრაინის ომზე შეთანხმებას შეუწყოს ხელი.
