დასუფთავების აქცია გლდანის რაიონში
დასუფთავების აქცია გლდანის რაიონში. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ლიბანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, ანდრონიკაშვილისა და ქერჩის ქუჩები სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმინდეს. სამუშაოებში ჩართული იყო სპეცტექნიკაც. დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, თბილისის საკრებულოს წევრებმა ვლადიმერ ბოჟაძემ და თინათინ ნიბლოშვილმა.
