ბათუმში ოცნების ქალაქის მეორე ეტაპის მშენებლობისთვის საჭირო პროცედურები დაიწყო
ბათუმში ოცნების ქალაქის მეორე ეტაპის მშენებლობისთვის საჭირო პროცედურები დაიწყო. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის ბაზრის კვლევა გამოცხადდა. ოცნების ქალაქის მეორე ეტაპის მშენებლობის ფარგლებში 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლში აშენდება,სადაც ჯამში 1077 ბინა მოეწყობა. ბაზრის კვლევაში დაინტერესებულ პირებს წინადადებების წარდგენა შეუძლიათ არაუგვიანეს 2024 წლის 31 ოქტომბრისა.
