ფოთში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ახალი საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს ნოემბრის თვიდან მიიღებს
ფოთში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ახალი საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს ნოემბრის თვიდან მიიღებს. ბაღი 125 აღსაზრდელისთვისაა განკუთვნილი. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ სრულად აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 3 მილიონზე მეტია.
