პარლამენტის თავმჯდომარემ მონიტორინგის ანგარიში წარადგინა
ძალადობა და მუქარა, ამომრჩეველთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ნეგატიური კამპანია და კამპანიაში ხელის შეშლა, დეზინფორმაცია, უცხოური ჩარევა - პარლამენტის თავმჯდომარემ მონიტორინგის ანგარიში წარადგინა, სადაც დეტალურად არის საუბარი რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციების წინასაარჩევნო დარღვევებზე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, როდესაც ქმნის პარტიულ შტაბს, ამაზე კი თვალს ხუჭავენ ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები. სპიკერი ყურადღებას ამახვილებს გახარიას პარტიიდან საჯარო მოხელეებთან ერთი ტექსტით მეილების დაგზავნაზე. გარდა ამისა, შალვა პაპუაშვილის თქმით პირველი სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით 250-ზე მეტი განცხადება, კომენტარი, რეზოლუცია თუ სხვადასხვა სახის ინტერვენცია დაფიქსირდა, რაც დღეში არის, საშუალოდ, ხუთი სხვადასხვა აქტორის ჩარევა საქართველოს საარჩევნო კამპანიაში.
